Thursday, June 29, 2017

თავისუფალი გაკვეთილი #3

თემა : საქმიანი ქაღალდები

1-ლი აქტივობა : ჯგუფური მუშაობა. მასწავლებელი მოსწავლეებს,ჯგუფების მიხედვით,სთხოვს დაწერონ განცხადება, შეავსონ ანკეტა, შექმნან სამოტივაციო წერილი,დაწერონ ახსნა-განმარტებითი ბარათი,ავტობიოგრაფიული მონაცემები;
მე-2 აქტივობა : პრეზენტაცია;მასწავლებელი აცნობს რა არის საქმიანი ქაღალდები,როგორ იწარმოება ,რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შექმნისაა,რომ მათ ჰქონდეთ სრულყოფილი სახე.
მე-3 აქტივობა: ნიმუშების გაცნობა;საკუთარი ნამუშევრების დახვეწა მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობთ.
მე-4 აქტივობა : მასწავლებელი მომდევნო თავისუფალი გაკვეთილისთვის სთხოვს ბავშვებს შექმნან, მიწოდებულ და ნასწავლ მასალაზე დაყრდნობით, საქმიანი ქაღალდები.




რეფლექსია
                    გაკვეთილის თემა : საქმიანი ქაღალდები ;
    მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნის მკვიდრნი ვართ, ძალიან ხშირად მესმის კითხვა როგორ იწერება განცხადება, როგორ ივსება ანკეტა, სივი, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რეფერატი, მოხსენება.
     გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა იცოდნენ საქმიანო ქაღალდების შედგენა.
    გაკვეთლი დავიწყე ჯგუფური აქტივობით.მოსწავლეები გავანაწილე ჯგუფებში და ვთხოვე დაეწერათ მათთვის განკუთვნილი სიტუაციური ამოცანა.მაგალითად: პირველ ჯგუფის დავალება.წაროიდგინეთ,რომ მზად გაქვთ ღონისძიება, რომელსაც გინდათ რომ დაესწროს მაყურებელი , ამისთვის კი საჭიროა საინფორმაციო განცხადების გამოქვეყნება,როგორ დაწერდით.მეორე ჯგუფის დავალება.გინდათ  ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობის მიღება,კონკურსანტმა კი უნდა წარადგინოს სამოტივაციო წერილი,როგორ შექმნით და რას გაითვალისწინებთ მისი შედგენის დროს. მესამე ჯგუფის დავალება. ერთ-ერთი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი კომპანია აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე,ითხოვენ cv ,დაწერეთ და შეადგინეთ cv.მიცემული დავალების შესრულების შემდეგ, ჩავუტარე მინი-ლექცია თემაზე,თუ რა არის საქმიანი ქაღალდები, რატომ და რისთვის იწერება, აუცილებელია თუ არა ყველა ნორმისა დაცვა საქმიანი ქაღალდების შედგენის დროს.გავაცანი სხვადასხვა ტიპის საქმიანი ქაღალდები.
     საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ,მოსწავლეებს ვთხოვე, საკუთარი ჯგუფის ნამუშევრები თავად შეემოწმებინათ და გაეთვალისწინებინათ ჩემ მიერ მიწოდებული მასალა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.რედაქტირება თავიანთი ნამუშევრების მოახდინეს თავად.

    ბოლოს კი გავაკეთეთ პრეზენტაცია, მოვისმინეთ თითოეული ჯგუფის ნამუშევარი,მივეცით რჩევები უფრო სრულყოფილი რომ ყოფილიყოს მათ მიერ შექმნილი საქმიანი ქაღალდები.


No comments:

Post a Comment