Tuesday, November 22, 2016

პროექტის პრეზენტაცია

დღევანდელი დღე ყველეზე სასიამოვნო და საინტერესო იყო. თითოეულმა პედეგოგმა წარმოადგინა პრეზენტაციები არჩეულ თემებთან დაკავშირებულით.ყველა პრეზენტატორიის მიერ კიდევ ერთხელ გავიარეთ ეფექტური პრეზენტაციის მომზადების სტრუქტურა.გავიაზრეთ და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. პროექტებით სწავლება ძალიან ბევრის მომცემია ჩემთვის, ბევრი ნიუანსი ვისწავლე სწორად როგორ დავგეგმო და განვახორციელო ეფექტური პრეზენტაცია.

Tuesday, November 15, 2016

მე-8 დღის რეფლექსია გავეცანით ინფორმაციის სანდოობის კრიტერიუმებს. გადმოვწერეთ სურათები და ავტვირთეთ ჩვენს გლოგზე. ჩვენი საქაღალდღე ავტვირთეთ გუგლ დრაივში. ვისწავლეთ და დავამზადეთ სერთიფიკატები ჩვენი პროექტისათვით. ხელმეორედ გავიარეთ და გადავამოწმეთ ჩვენი გეგმის შაბლონი
მე-7 დღის რეფლექსია განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, მოვახდინე ადაპტირება მოსწავლის სავარაუდო შეფასების სავარაუდო რუბრიკებზე, გავეცანით უკუკავშირის ეფექტურ ფორმებს. განვიხილეთ ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს, კერძოდ, აღქმის სტილი, ტვინის ჰემისფეროების დომინირება, მრავალმხრივი ინტელექტი. შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონში დიფერენცირებული სწავლების გრაფები. გავეცანი მონაცემთა წარმოდგენის გრაფიკულ ფორმებს და ავაგეთ სვეტოვანი დიაგრამები, რომლებიც სამომავლოდ დამეხმარება პროექტის განხორციელებაში.
მე-6 დღის რეფლექსია. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, გავეცანით შეფასების ხუთ ძირითად მიზანს-განმავითარებელსა და განმსაზღვრელს. პროექტის მიზნიდან გამომდინარე, შევადგინეთ დროში გაწერილი პროექტის შეფასების გეგმა. შევავსეთ პროექტის პროცედურები, შეფასების ინსტრუმენტები. განვსაზღვრეთ პროექტის წინარე ცოდნა. დავგეგმეთ პროექტის მსვლელობა .გავეცანით საავტორო უფლებებს.

Tuesday, November 8, 2016

                             მეხუთე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,მოვამზადეთ სლაიდ შოუ, მოვიძიეთ ინფორმაცია და მასალები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით,ავტვირთეთ საკუთარ ბლოგზე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Sunday, October 30, 2016

                                     მეოთხე დღის რეფლექსია
                  საინტერესო  და სახალისო იყო პროექტის ბუკლეტებზე მუშაობა.გავიხსენეთ ინტერნეტიდან სურათების გადმოტვირთვა,გავეცანით ეფექტური პრეზენტაციის წესებს,შევქმენით ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.

Saturday, October 29, 2016

                                                 მესამე დღის რეფლექსია
        დღევანდელ მოდულზე  გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია,გავეცანით 21-ე საუკუნის სიტყვებსა და უნარ-ჩვევებს,ამ სიტყვების გამოყენებით კორექტირება გავაკეთეთ პროექტის შაბლონის .ჩამოვაყალიბეთ,ჩვენი პროექტიდან გამომდინარე, ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი კითხვები.
   ვისწავლეთ,yutube.ge-დან მასალის გადმოტვირთვა და საკუთარ ბლოგზე განთავსება.

უცნობი ისტორიები: ტიციან ტაბიძე

სესილია თაყაიშვილი - მარტოობა (რ. ინანიშვილი)

Saturday, October 22, 2016

            ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებებისდაგეგმვის პროცესში.
           პირველ მოდულზე განვსაზღვრეთ,თუ რა არის პროექტებით სწავლება,რა როლს თამაშობს მოსწავლეთა ცხოვრებაში.პროექტის განხორციელების დროს,სწორად უნდა იყოს განსაზღვრული პრობლემა და შედეგი,რა მოლოდინი გვაქვს,პროექტი უნდა იყოს მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული.ვისაუბრეთ და გავეცანით 21-ე საუკუნის გამოწვევებს. გავაანალიზეთ სასწავლო ბლოგის გეგმის შაბლონი.დავიწყეთ მისი შევსება.
      მიუხედავად იმისა,რომ ბლოგზე მუშაობის გამოცდილება მქონდა,დღევანდელმა ტრენინგამა გამახსენა მე-2 დონეზე შესწავლილი მასალები.დამეხმარა ახალი ბლოგის შექმნაში.
     პროექტებით სწავლება ხელს შემიწყობს,მე როგორც პედაგოგს,ჩემი გაკვეთილები დავგეეგმო ისე,რომ მორგებული იყოს ყველა ბავშვის საჭიროებაზე,მათ შორის სსმ მოსწავლეზე.