Tuesday, November 22, 2016

პროექტის პრეზენტაცია

დღევანდელი დღე ყველეზე სასიამოვნო და საინტერესო იყო. თითოეულმა პედეგოგმა წარმოადგინა პრეზენტაციები არჩეულ თემებთან დაკავშირებულით.ყველა პრეზენტატორიის მიერ კიდევ ერთხელ გავიარეთ ეფექტური პრეზენტაციის მომზადების სტრუქტურა.გავიაზრეთ და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. პროექტებით სწავლება ძალიან ბევრის მომცემია ჩემთვის, ბევრი ნიუანსი ვისწავლე სწორად როგორ დავგეგმო და განვახორციელო ეფექტური პრეზენტაცია.

Tuesday, November 15, 2016

მე-8 დღის რეფლექსია გავეცანით ინფორმაციის სანდოობის კრიტერიუმებს. გადმოვწერეთ სურათები და ავტვირთეთ ჩვენს გლოგზე. ჩვენი საქაღალდღე ავტვირთეთ გუგლ დრაივში. ვისწავლეთ და დავამზადეთ სერთიფიკატები ჩვენი პროექტისათვით. ხელმეორედ გავიარეთ და გადავამოწმეთ ჩვენი გეგმის შაბლონი
მე-7 დღის რეფლექსია განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, მოვახდინე ადაპტირება მოსწავლის სავარაუდო შეფასების სავარაუდო რუბრიკებზე, გავეცანით უკუკავშირის ეფექტურ ფორმებს. განვიხილეთ ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს, კერძოდ, აღქმის სტილი, ტვინის ჰემისფეროების დომინირება, მრავალმხრივი ინტელექტი. შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონში დიფერენცირებული სწავლების გრაფები. გავეცანი მონაცემთა წარმოდგენის გრაფიკულ ფორმებს და ავაგეთ სვეტოვანი დიაგრამები, რომლებიც სამომავლოდ დამეხმარება პროექტის განხორციელებაში.
მე-6 დღის რეფლექსია. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, გავეცანით შეფასების ხუთ ძირითად მიზანს-განმავითარებელსა და განმსაზღვრელს. პროექტის მიზნიდან გამომდინარე, შევადგინეთ დროში გაწერილი პროექტის შეფასების გეგმა. შევავსეთ პროექტის პროცედურები, შეფასების ინსტრუმენტები. განვსაზღვრეთ პროექტის წინარე ცოდნა. დავგეგმეთ პროექტის მსვლელობა .გავეცანით საავტორო უფლებებს.

Tuesday, November 8, 2016

                             მეხუთე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,მოვამზადეთ სლაიდ შოუ, მოვიძიეთ ინფორმაცია და მასალები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით,ავტვირთეთ საკუთარ ბლოგზე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი