Thursday, June 29, 2017

თავისუფალი გაკვეთილი #2

თემა :  სუფრის ეტიკეტი
1-ლი აქტივობა : გონებრივი იერიში, რას ნიშნავს სუფრის ეტიკეტი,რა ეტიკეტი უნდა დავიცვათ სუფრასთან ყოფნისას;
მე-2 აქტივობა :  მოძიებული მასალის პრეზენტაცია; მოსწავლეებმა გაკვეთილის თემა წინასწარ იცოდნენ,მათ მოიძიოეს ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციები,გაეცვნენ სხვადასხვა ქვეყნის სუფრის ეტიკეტს.
მე-3 აქტივობა : აუცილებელი და მნიშვნელოვანი საეტიკეტო ნორმების ფლობა.(მასწავლებლის მხრიდან ამ ინფორმაციის მიწოდება;)








რეფლექსია
                    გაკვეთილის თემა: სუფრის ეტიკეტი;
       გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეეძინათ ის მარტივი  და აუცილებელი უნარ-ჩვევები, რაც მნიშვნელოვანი ნებისმიერი  კულტურული ადამიანისათვის.
    მოსწავლეებს  წინა თავისუფალი გაკვეთილის ბოლოს გავაცანი , რა იქნებოდა მომდევნო შეხვედრის სასაუბრო თემა.რამდენიმე მოსაწვლე დაინტერესდა თემით და წინასწარ მოამზადა მასალა.გაკვეთილის დასაწყისში მოვაწყეთ პრეზენტაცია მოსწავლეთა ნამუშევრებზე, მოძიებულ მასალებზე.ისაუბრეს, რა იცოდნენ სუფრის ეტიკეტთან დაკავშირებით.არის თუ არა საჭირო, რომ ნებისმიერი ადამიანი ფლობდეს გარკვეულ უნარს იმისთვის, თუ როგორ უნდა იქცეოდეს სუფრასთან.რა არის ეტიკეტი,როდის და სად დაიცვეს პირველად სუფრის ეტიკეტი;
     თავისუფალი გაკვეთილებისთვის შეკრებილი მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები არიან, ამან მომცა შესაძლებლობა რომ მოსწავლეებს სურვილის მიხედვით, გაეცნოთ გარკვეული წესები და ჩვეულებები საქართველოს  კუთხეებში არსებულ სუფრის ეტიკეტთან დაკავშირებით.
   მოსწავლეთა ნააზრევის მოსმენის შემდეგ,ჩავატარე მინი-ლექცია ამ თემაზე. მივაწოდე მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია,მაქსიმალურად შევეცადე გამეცა პასუხი ყველა იმ კითხვაზე,რომელებსაც მოსწავლეები მისვამდნენ,უნდა აღვნიშნო ისიც,რომ ზოგიერთ კითხვაზე პასუხი არ მქონდა და მოსწავლეებს ვთხოვე შემდეგი გაკვეთილისთვის მათაც ჩემთან ერთად მოეძიებინათ პასუხები.ასევე ვესაუბრე უძველეს სუფრის ატრიბუტებზე.სუფრასტთან ქცევის ელემენტარულ უნარ-ჩვევებზე.მოსწავლეები გულდასმითა და ყურადღებით უსმენდნენ ჩემ მიერ მიწოდებულ ინფირმაციას.გაკვეთილის ბოლოს კი სლაიდად აწყობილი პრეზენტაცია წარვუდგინე მოსწავლეებს იმ თემაზე, რაზეც ჩავუტარე მინი-ლექცია,უფრო ეფექტური და დასამახსოვრებლი რომ აღმოჩენილიყო მათთვის მიწოდებული ინფორმაცია.

No comments:

Post a Comment