Thursday, June 29, 2017

,,ყველაზე წიგნიერის“ პროგრამა

,,ყველაზე წიგნიერის“ პროგრამა

საქმიანობის ტიპი:

   
     მე-8 კლასის მოსწავლეებში ვაწარმოე გამოკითხვა,სურვილის მიხედვით შევქმენი ერთი         
6 კაციანი ჯგუფი და დავიწყეთ მზადება კონკურსისთვის ,,ყველაზე წიგნიერი“.კონკურსი შედგებოდა რამდენიმე ტურისგან, ამიტომ მოსწავლეებთან შეხვედრა შედგა რამდენჯერმე.

მიზანი:  წიგნიერების დონის ამაღლება;  მოცემული ტექსტების გაგება-გააზრება, ფაქტობრივი ინფორმაციის  დახარისხება და დამახსოვრება;
 
      პირველი ეტაპის წარმატებით გადასალახად მოცემული გვქონდა 10 წიგნი,რომელიც გარკვეულ დროში უნდა წაგვეკითხა.მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საკონკურსო სამზადისში.
     პირველ ეტაპზე მოპოვებული წარმატების შემდეგ,მოსწავლეთა მოტივაცია უფრო მეტად ამაღლდა.ნახევარფინალიდან ფინალში მოსახვედრად კიდევ 10 წიგნი იყო მოცემული.
         ნახევარფინალსაც წარმატებით ავართვით თავი, სამზადისი გაგრძელდა ფინალისვის.
ფინალში კი გაერთიანებული იყო პირველი და მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი საკითხავი ლიტერატურა.გავხდით ფინალისტები.

აქტივობები:


კონკურსის ფარგლებში მუდმივად ვაწარმოებდი მონიტორინგს ჯგუფში.
კონკურსისთვის განკუთვნილი ლიტერატურა გავანაწილე ჯგუფებში,მივეცი გარკვეული დრო მათ წასაკითხად,შეხვედრის დრო დავთქვი მათი ინტერესების გათვალისწინებით.წაკითხული  ლიტერატურის მონიტორინგი ვაწარმოე, როგორც ზეპირი,ასევე ჩემ მიერ შედგენილი საინფორმაციო ტესტების საფუძველზე, რომელთა შედეგების მიხედვით ვადგენდი შემდგომი საქმიანობის გეგმას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შედეგიანი აქტივობა იყო ურთიერთგამოკითხვა.
მოსწავლეები,ნაწარმოებების კითხვის დროს ინიშნავდნენ მნიშვნელოვან და საყურადღებო დეტალებს ნაწარმოებებიდან,შეხვედრის დროს კი ერთმანეთს უსვამდნენ შეკითხვებს.


რესურსები;

წიგნები, საკანცელარიო  ნივთები, ინტერნეტი;


















თავისუფალი გაკვეთილი #5

თემა :  ემიგრაცია
1-ლი აქტივობა : საგაკვეთილო თემის ამოცნობა. ( მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო თემა უცნობია,მასწავლებელი კითხულობს 14 წლის ემიგრანტი გოგონას წერილს და მოსწავლეებს სთხოვს გამოთქვან ვარაუდი, თუ რა თემაზე ისაუბრებენ;)
მე-2 აქტივობა : მსჯელობა; რა არის ემიგრაცია? არის თუ არა დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ეს თემა,როგორ ვუშველოთ და ვიპოვოთ გაზა უკან დასაბრუნებელი;
მე-3 აქტივობა : პრეზენტაცია.მასწავლებელი აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით,განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შიდა მიგრაციას.
მე-4 აქტივობა : წერილების წაკითხვა; ( ემიგრანტების წერილები სამშობლოს,ასევე შვილების წერილები ემიგრანტ დედებს.)
მე-5 აქტივობა : წერილის შექმნა.( მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დაწერონ წერილები  ემიგრანტებისთვის.)

იხილეთ პრეზენტაცია  :) 












თავისუფალი გაკვეთილი #4

თემა : ექსკურსია
1-ლი აქტივობა : სიტუაციური ამოცანის გაანალიზება. (მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ჯგუფების მიხედვით,სიტუაციურ ამოცანას,ექსკურსიის თემაზე და სთხოვს გააანალიზონ მასში აღწერილი ქმედება;)
მე-2 აქტივობა : მსჯელობა.მოსწავლეები საუბრობენ და მსჯელობენ რა არის ექსკურსიის მიზანი,რაზე უნდა იყოს ორიენტირებული მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი ექსკურსიის მოწყობის დროს; ექსკურსიის დაგეგმვა უმნიშვნელო დეტალების გათვალისწინებით.

მე-3 აქტივობა : მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდის გაცნობა 




თავისუფალი გაკვეთილი #3

თემა : საქმიანი ქაღალდები

1-ლი აქტივობა : ჯგუფური მუშაობა. მასწავლებელი მოსწავლეებს,ჯგუფების მიხედვით,სთხოვს დაწერონ განცხადება, შეავსონ ანკეტა, შექმნან სამოტივაციო წერილი,დაწერონ ახსნა-განმარტებითი ბარათი,ავტობიოგრაფიული მონაცემები;
მე-2 აქტივობა : პრეზენტაცია;მასწავლებელი აცნობს რა არის საქმიანი ქაღალდები,როგორ იწარმოება ,რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შექმნისაა,რომ მათ ჰქონდეთ სრულყოფილი სახე.
მე-3 აქტივობა: ნიმუშების გაცნობა;საკუთარი ნამუშევრების დახვეწა მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობთ.
მე-4 აქტივობა : მასწავლებელი მომდევნო თავისუფალი გაკვეთილისთვის სთხოვს ბავშვებს შექმნან, მიწოდებულ და ნასწავლ მასალაზე დაყრდნობით, საქმიანი ქაღალდები.




რეფლექსია
                    გაკვეთილის თემა : საქმიანი ქაღალდები ;
    მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნის მკვიდრნი ვართ, ძალიან ხშირად მესმის კითხვა როგორ იწერება განცხადება, როგორ ივსება ანკეტა, სივი, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რეფერატი, მოხსენება.
     გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა იცოდნენ საქმიანო ქაღალდების შედგენა.
    გაკვეთლი დავიწყე ჯგუფური აქტივობით.მოსწავლეები გავანაწილე ჯგუფებში და ვთხოვე დაეწერათ მათთვის განკუთვნილი სიტუაციური ამოცანა.მაგალითად: პირველ ჯგუფის დავალება.წაროიდგინეთ,რომ მზად გაქვთ ღონისძიება, რომელსაც გინდათ რომ დაესწროს მაყურებელი , ამისთვის კი საჭიროა საინფორმაციო განცხადების გამოქვეყნება,როგორ დაწერდით.მეორე ჯგუფის დავალება.გინდათ  ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობის მიღება,კონკურსანტმა კი უნდა წარადგინოს სამოტივაციო წერილი,როგორ შექმნით და რას გაითვალისწინებთ მისი შედგენის დროს. მესამე ჯგუფის დავალება. ერთ-ერთი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი კომპანია აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე,ითხოვენ cv ,დაწერეთ და შეადგინეთ cv.მიცემული დავალების შესრულების შემდეგ, ჩავუტარე მინი-ლექცია თემაზე,თუ რა არის საქმიანი ქაღალდები, რატომ და რისთვის იწერება, აუცილებელია თუ არა ყველა ნორმისა დაცვა საქმიანი ქაღალდების შედგენის დროს.გავაცანი სხვადასხვა ტიპის საქმიანი ქაღალდები.
     საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ,მოსწავლეებს ვთხოვე, საკუთარი ჯგუფის ნამუშევრები თავად შეემოწმებინათ და გაეთვალისწინებინათ ჩემ მიერ მიწოდებული მასალა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.რედაქტირება თავიანთი ნამუშევრების მოახდინეს თავად.

    ბოლოს კი გავაკეთეთ პრეზენტაცია, მოვისმინეთ თითოეული ჯგუფის ნამუშევარი,მივეცით რჩევები უფრო სრულყოფილი რომ ყოფილიყოს მათ მიერ შექმნილი საქმიანი ქაღალდები.


თავისუფალი გაკვეთილი #2

თემა :  სუფრის ეტიკეტი
1-ლი აქტივობა : გონებრივი იერიში, რას ნიშნავს სუფრის ეტიკეტი,რა ეტიკეტი უნდა დავიცვათ სუფრასთან ყოფნისას;
მე-2 აქტივობა :  მოძიებული მასალის პრეზენტაცია; მოსწავლეებმა გაკვეთილის თემა წინასწარ იცოდნენ,მათ მოიძიოეს ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციები,გაეცვნენ სხვადასხვა ქვეყნის სუფრის ეტიკეტს.
მე-3 აქტივობა : აუცილებელი და მნიშვნელოვანი საეტიკეტო ნორმების ფლობა.(მასწავლებლის მხრიდან ამ ინფორმაციის მიწოდება;)








რეფლექსია
                    გაკვეთილის თემა: სუფრის ეტიკეტი;
       გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეეძინათ ის მარტივი  და აუცილებელი უნარ-ჩვევები, რაც მნიშვნელოვანი ნებისმიერი  კულტურული ადამიანისათვის.
    მოსწავლეებს  წინა თავისუფალი გაკვეთილის ბოლოს გავაცანი , რა იქნებოდა მომდევნო შეხვედრის სასაუბრო თემა.რამდენიმე მოსაწვლე დაინტერესდა თემით და წინასწარ მოამზადა მასალა.გაკვეთილის დასაწყისში მოვაწყეთ პრეზენტაცია მოსწავლეთა ნამუშევრებზე, მოძიებულ მასალებზე.ისაუბრეს, რა იცოდნენ სუფრის ეტიკეტთან დაკავშირებით.არის თუ არა საჭირო, რომ ნებისმიერი ადამიანი ფლობდეს გარკვეულ უნარს იმისთვის, თუ როგორ უნდა იქცეოდეს სუფრასთან.რა არის ეტიკეტი,როდის და სად დაიცვეს პირველად სუფრის ეტიკეტი;
     თავისუფალი გაკვეთილებისთვის შეკრებილი მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები არიან, ამან მომცა შესაძლებლობა რომ მოსწავლეებს სურვილის მიხედვით, გაეცნოთ გარკვეული წესები და ჩვეულებები საქართველოს  კუთხეებში არსებულ სუფრის ეტიკეტთან დაკავშირებით.
   მოსწავლეთა ნააზრევის მოსმენის შემდეგ,ჩავატარე მინი-ლექცია ამ თემაზე. მივაწოდე მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია,მაქსიმალურად შევეცადე გამეცა პასუხი ყველა იმ კითხვაზე,რომელებსაც მოსწავლეები მისვამდნენ,უნდა აღვნიშნო ისიც,რომ ზოგიერთ კითხვაზე პასუხი არ მქონდა და მოსწავლეებს ვთხოვე შემდეგი გაკვეთილისთვის მათაც ჩემთან ერთად მოეძიებინათ პასუხები.ასევე ვესაუბრე უძველეს სუფრის ატრიბუტებზე.სუფრასტთან ქცევის ელემენტარულ უნარ-ჩვევებზე.მოსწავლეები გულდასმითა და ყურადღებით უსმენდნენ ჩემ მიერ მიწოდებულ ინფირმაციას.გაკვეთილის ბოლოს კი სლაიდად აწყობილი პრეზენტაცია წარვუდგინე მოსწავლეებს იმ თემაზე, რაზეც ჩავუტარე მინი-ლექცია,უფრო ეფექტური და დასამახსოვრებლი რომ აღმოჩენილიყო მათთვის მიწოდებული ინფორმაცია.

თავისუფალი გაკვეთილი #1

თემა : საზოგადოება და ბრბო
 1-ლი აქტივობა: მოსწავლეთა ვარაუდი,მოსაზრება და მსჯელობა; ( როგორ ესმით სიტყვა ,,ბრბო“,რა განსხვავებაა საზოგადოებასა და ბრბოს შორის;)
მე-2 აქტივობა : მასწავლებელი ესაუბრება ,,ბრბოს ფსიქოლოგიაზე“,კერძოდ,გუსტავ ლე ბონი,მოსწავლეთა მსჯელობას სრულყოფილ სახეს აძლევს,კვლავ მათი დახმარებით.
მე-3 აქტივობა : იმიტირებული სასამართლო.მე-8 კლასის მაოსწავლეებს ნასწავლი აქვთ გიორგი ლეონიძის ,,მარიტა“.
მე-4 აქტივობა : დამატებით , მასწავლებელი აძლევს საკითხავ მასალას ამ თემაზე.( გურამ პეტრიაშვილის ,,პატარა დინოზავრი“,  ილია ჭავჭავაძის ,,სარჩობელაზედ“, მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა“;)





რეფლექსია
გაკვეთილის თემა : საზოგადოება და ბრბო ;
     დღეს , 21-ე საუკუნეშიც კი ხშირად კარგავენ ადამიანები ინდივიდუალიზმს და ხდებიან ბრბოს ნაწილნი.როგორ შევინარჩუნოთ ,,პიროვნული მე“ და არ ავყვეთ ინსტიქტებსა და იმპულსებს,სწორედ ეს არის გაკვეთილის თემა.
     გაკვეთილის მიზანი იყო,მოსწავლეებს ამოეცნოთ, რითი განსხვავდება საზოგადოება ბრბოსგან,არის თუ არა ბრბო მტკიცე და ხანგრძლივი ერთობა,თუ დროებითია და იშლება მაშინ, როდესაც ის მიზანს,საწადელს მიაღწევს.შეიძლება თუ არა,რომ ნებისმიერი ადამიანი იქცეს,  ერთის მხრივ, ბრბოს ნაწილად,ხოლო ,მეორეს მხრივ, ბრბოს მსხვერპლად;როდის შეიძლება იქცეს საზოგადოება ბრბოდ,რა ზიანს აყენებს ბრბოდ ქცეული ერთობა საზოგადოებას,კონკრეტულ პიროვნებებს.
      ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხის მისაღებად მოსწავლეებს გავაცანი გუსტავ ლე ბონის ნაშრომიდან ,,ბრბოს ფსიქოლოგია“ ამონარიდები.წაკითხული მასალა, ანუ ლებონისეული მოსაზრებები,ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
       მოსწავლეებს გავახსენე ის ლიტერატურული ნაწარმოებები,სადაც ავტორი ყურადღებას ამახვილებს სწორედ ამ საკითხზე. კერძოდ,გურამ პეტრიაშვილის ,,პატარა დინოზავრი“, მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა“, გიორგი ლეონიძის ,,მარიტა“. ვიმსჯელეთ,თითოეულ ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემაზე.ნაწარმოების მთავარი პერსონაჟების თვალით შევხედეთ  აღწერილ სიტუაციას.ვისაუბრეთ რა ზიანს აყენებს ნაწარმოებებში ბრბოდ ქცეული ერთობა ადამიანებს.
     მოსწავლეთა სურვილის მოხედვით ჩავატარეთ იმიტირებული სასამართლო გიორგი ლეონიძის მოთხრობის მიხედვით.მოსამართლეთ შევარჩიეთ მეშვიდე კლასის მოსწავლე, რომლისთვისაც უცხო იყო ნაწარმოებში აღწერილი მოქმედება,ერთ-ერთმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი ყოფილიყო ბრალდებული,მარიტა, ბრალდებულს ჰყავდა ადვოკატი,ხოლო მოსწავლეთა დანარჩენი ნაწილი დამნაშავედ მიიჩნევდა მარიტას.მაინტერესებდა ასეთ სიტუაციაში რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე.იმოქმედებდა თუ არა მის გადაწყვეტილებაზე ბრბოდ ქცეული ადამიანთა ერთობის მოსაზრება და შეხედულება.სასამართლო გავმართეთ შესაბამისი წესების დაცვით.
        სახალისო და სასინტერესო აღმოჩნდა ეს გაკვეთილი მოსწავლეებისთვის, გადავაჭარბეთ თავისუფალი გაკვეთილისთვის განკუთვნილ დროს.
      გაკვეთილის ბოლოს კიდევ ერთხელ მოვუბრუნდით იმ კითხვებს, რომლებიც დასაწყისისთვის დავუსვი მოსწავლეებს და შევეცადეთ ახლა უკვე არგუმენტირებულად გაგვეცა პასუხი მათთვის.ვთხოვე კიდევ ერთხელ წაკითხვა ამ ნაწარმოებების, ახლა უკვე სხვა თვალით შეძლებდნენ ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემის დანახვას.






...................................................................................................................................................................


                                                      ბრბოს ფსიქოლოგია

                                 გუსტავ ლე ბონი „ბრბოს ფსიქოლოგია

ბრბო ყოველთვის დიდ როლს ასრულებს ხალხების ცხოვრებაშისიტყვაში „ბრბო“ იგულისხმება ინდივიდების შეკრებაგანურჩევლად მათი ეროვნებისპროფესიის ან სქესისაბრბოში ცნობიერი პიროვნება ქრება და ბრბოდ წოდებული მთლიანობის შემდგენელი ყველა ერთეულის გრძნობები და იდეები იძენს ერთსა და იმავე მიმართულებასწარმოიქმნება კოლექტიური სურვილირომელსაც აქვს დროებითი ხასიათი და ძალიან განსაზღვრული თვისებებიშეკრება გადაიქცევა ორგანიზებულ ან ზეშთაგონებულ ბრბოდრომელიც წარმოადგენს ერთიან არსებას და ექვემდებარება ბრბოს სულიერი ერთიანობის კანონსბევრი ინდივიდის ერთად შემთხვევით ყოფნის ერთი ფაქტი საკმარისი არ არის იმისათვისრომ მიიღონ ორგანიზებული ბრბოს ხასიათიამისათვის საჭიროა რაიმე გამომწვევი მოვლენაბრბოს დანაშაულს შეადგენს მხოლოდ მისი ფლიქოლოგიის კერძო შემთხვევები . ბრბოს არასოდეს შეუძლია შეასრულოს ისეთი ქმედებებირომლებიც ამაღლებულ გონებას მოითხოვსბრბოში შეიძლება ხდებოდეს არა ჭკუისარამედ სისულელის დაგროვება და მას შეუძლია დამანგრეველი როლის თამაშიბრბოში ინდივიდი იძენს დაუმარცხებელი ძალის შეგრძნებასმისთვის ცნება „შეუძლებელია“ არ არსებობს და იძენს ისეთ ინსტინქტსრომელიც მარტო მყოფს არასოდეს ექნებამას უქრება პასუხისმგებლობის გრძნობარომელიც ცალკეს აუცილებლად აქვს . ბრბოს მახასიათებელია გადამდებობაიგი ჰიპნოზური მოვლენააამ დროს ინდივიდს თავისი პირადი ინტერესები ადვილად მიაქვს კოლექტიური ინტერესების მსხვერპლადამას მხოლოდ მაშინ აკეთებს , როცა ბრბოს ნაწილიაზეშთაგონებული ბრბოს შემადგენელი ინდივიდი ვერ აცნობიერებს თავის საქციელსცნობიერი პიროვნება ქრებაჭარბობს არაცნობიერი პიროვნება , რომელიც მიისწრაფის სასწრაფოდ მოიყვანოს მოქმედებაში შთაგონებული იდეებირადგან აღარ ეკუთვნის თავის თავსიზოლირებულ მდგმარეობაში შეიძლება იყოს კულტურული ადამიანიბრბოში ის ბარბაროსად გადაიქცევაბრბოს მახასიათებელი თვისებებიაიმპულსურობაგაღიზიანებლობაგააზრების უუნარობამსჯელობისა და კრიტიკის უნარის არარსებობაგადამეტებული მგრძნობელობა და მრისახებაბრბოს ყოვეთვის ყავს წინანძღოლირომელსაც ბრბოს ყველა ინდივიდი ემორჩილებაბრბოში ბელადი მხოლოდ წინამძღოლიამისი როლი მნიშვნელოვანიამისი ნება არის ბირთვი , რომლის გარშემო ერთიანდება აზრებითუმცა წინამძღოლი ხშირ სმთხვევაში არ მიეკუთვნება მოაზროვნეთა რიცხვსისინი მოქმედების ადამიანები არიანწინამძღოლები ძირითადად ფსიქიკურად გაუწონასწორებელი სიგჟის ზღვარზე მყოფი ნახევრად შეშლილი ადამიანები არიანხელმძღვანელის ძალაუფლება მეტად დესპოტურიამაგრამ სწორედ ეს დესპოტიზმი აიძულებს მათადმი მორჩილებასბრბოს ორი სახეობა არსებობსარაერთგვარი ბრბო (პროფესიული და გონებრივი განვითარებით აბსოლუტურად განსხვავებული ინდივიდები). ერთგვაროვანი ბრბო (გარკვეული სექტები კლასები და კასტები ). ბრბო შეიძლება იყოს დანაშაულებრივი კანონის თვალსაზრისითმაგრამ არა თვალსაზრისით ანუ შეხედულებებით.


სასწავლო პროექტი

სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის აქტუალურობა :
   ახალგაზდა თაობა ნაკლებად იცნობს თანამედროვე ქართველი პოეტთა შემოქმედებას.საგაკვეთილო პროცესის  დროს გამოიკვეთა  ეს პრობლემა,გამიჩნდა იდეა,ჩამეტარებინა სასწავლო პროექტი თანამედროვე ქართველ პოეტთა შემოქმედებაზე. მიწოდებულმა იდეამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებშიც.მუშაობის პროცესში შევჯერდით,რომ ამ ეტაპზე ერთი პოეტის,კერძოდ, ნიკოლოზ ფუტკარაძის პოეზიით შემოვიფარგლებოდით,რადგან 15 წლის პოეტის შემოქმედება ძალიან ბევრის მთქმელი აღმოჩნდა.
მიზანი :
·         თანამედროვე ქართველი პოეტების შემოქმედების პოპულარიზაცია;

·         ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება.( აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებ (მხედველობითი კონტაქტი, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა, ჟესტიკულაცია) ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;)
მოსალოდნელი შედეგი :
      პროექტის ფარგლებში ბავშვები გაიცნობენ პოეტის შემოქმედებას,ამოიცნობენ პოეტის მთავარ სათქმელს ,ისაუბრებენ მისი შემოქმედების ირგვლივ,გაიხსენებენ საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს,იმსჯელებენ შიდა მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე.გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან თითქმის მათ თანატოლ ქართველ პოეტს.
აქტივობა :
I  სამუშაო შეხვედრა:  გამოკითხვა.
·         გამოკითხვა წარმოებდა ბავშვების მხრიდან,სკოლის ფარგლებში,მიზანი იყო,გაერკვიათ,რამდენად იცნობდნენ თანამედროვე ქართველ შემოქმედთა ნამუშევრებს.

II სამუშაო შეხვედრა: თავისუფალი გაკვეთილი
·         გაცნობა რამდენიმე ქართველი პოეტის შემოქმედების და მოსწავლეების მხრიდან არჩევანის გაკეთება; ( მათ ინტერესი გამოიჩინეს თითქმის  თანატოლ ქართველ პოეტზე ნიკოლოზ ფუტკარაძე;)

III სამუშაო შეხვედრა:
·         პოეტის და მისი შემოქმედების გაცნობა, ბავშვების თვალით დანახული ახალგაზრდა პოეტის პოეზია.

IV  სამუშაო შეხვედრა:
·         შემოქმედებითი საღამოსთვის მზადება,მუსიკის პედაგოგთან ერთად;

V  სამუშაო შეხვედრა:

·         პოეტის კრებულებზე შექმნილი ნახატები და კედლის გაზეთები.
V I   სამუშაო შეხვედრა:
·         დასკვნითი ღონისძიება. ემოციებით   დატვირთული მაყურებელი და პოეზიის სიყვარულით სავსე მოსწავლეები;























რეფლექსია
       საგაკვეთილო პროცეცის დროს გამოიკვეთ პრობლემა, რომ მოსწავლეები ნაკლებად იცნობდნენ თანამედროვე ქართველ პოეტეთა შემოქმედებას.გამიჩნდა იდეა ჩამეტარებინა გამოკითხვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,გამოკითხვა ვაწარმოე თავად ბავშვების მხრიდან,შევადგინეთ კითხვარი.გამიკითხვის შედეგების საფუძველზე გადავწყვიტე,ჩამეტარებინა რამდენიმე თავისუფალი გაკვეთილი მსურველთათვის.  თავისუფალ გაკვეთილებზე გავეცანით  თანამედროვე ქართველი პოეტების შემოქმედებას.ამ შეხვედრების შემდეგ კი, ბავშვების ინტერესის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ შემოქმედებითი საღამოს ჩატარება ნიკოლოზ ფუტკარაძის პოეზიაზე   -     ,,წვეთავს ნატვრებიდან პოეზია”.ინტერესი ამ პოეტის მიმართ კიდევ უფრო მეტად გაზარდა იმან,რომ ის თითქმის მათი თანატოლია.უამრავი შეკითხვა ებადებოდათ მისი შემოქმედების გაცნობისას.
           სკოლის ადმინიასტრაციამ ხელი შეგვიწყო, მოგვეძიებინა ყველა მისი კრებული,რომელიც პოეტს ჰქონდა გამოცემული.გავეცანით სტატიებს,ინტერვიუს პოეტის შემოქმედების შესახებ.ინტერესი მუშაობისას კიდევ უფრო გაიზარდა.
           შეხვედრებზე ვკითხულობდით მის ლექსებს.მინდა აღვნიშნო, რომ დაინტერესება ბავშვების მხრიდან იყო ძალიან მაღალი.მიუხედავად იმის,რომ ყველა მოსწავლემ ვერ მიიღო მონაწილეობა ამ საღამოზე,გვეხმარებოდა თითოეული მათგან სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებში,ეს იყო დარბაზის გაფორმება, სხვადასხვა რესურსი,რომელიც ღონისძიების წარმართვაში დაგვეხმარებოდა. რამდენიმე მოსწავლემ მისი კრებულების გაცნობის შემდეგ გააკეთა კედლის გაზეთი.
     მუსიკის მასწავლებელთან ერთად,პროექტის ბოლოს ჩავატარეთ ღონისძიება,სადაც მოწვეული გვყავდა თავად პოეტიც.მასთან შეხვედრის უდიდესი სურვილი ჰქონდა,როგორც პროექტში ჩართულ მოსწავლეებს,ასევე თავად პოეტსაც.გარკვეული მიზეზების გამო,(მიწვეული იყო გერმანიაში) ვერ მოახერხა ჩვენს ღონისძიებაზე დასწრება,მაგრამ  თვალს ადევნებდა სკაიპის საშუალებით.
      პროექტში მონაწილე ბავშვებმა,გარდა იმისა რომ გაიცნეს ახალგაზრდა პოეტის შემოქმედება,რაც მთავარი  მიზანი იყო ჩემი მხრიდან,სხვა თვალით შეხედეს შიდა მიგრაციის პრობლემას, გაიხსენეს საქართველოს დაკარგული ტერიტორიები,გაითავისეს ის ტკივილი,რაც თითოეული ქართველის სატკივარია. ეს ყველაფერი თანმდევია ნიკოლოზ ფუკარაძის შემოქმედებისთვის.საღამო იყო ძალიან შთამბეჭდავი,,ემოციით დატვირთული,თითოეული ბავშვი გრძნობდა და ითავისებდა პოეტის სათქმელს.ვფიქრობ,მიზანი მიღწეულია,მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია,იცნობდნენ თანამედროვე პოეტებს.
      პროექტი მნიშვნელობანი იყო იმ კუთხითაც,რომ მასში ჩართულნი იყვნენ  ეთნიკური უმცირესობის  წარმომადგენელი მოსწავლეები.ამ პროექტმა გააერთიანა თითოეული მათგანი პოეტის მთავარი სათქმელის ქვეშ.
         იყო პატარ---პატარა ხარვეზებიც პროექტის განხორციელების დროს,კერძოდ, ვერ შევძელით შეხვედრა პოეტთან,სამომავლო წინსწარ გავუკეთებთ მობილიზაციას ამ საკითხს.
          პროექტი დასრულდა,მაგრამ დარჩა ინტერესი მომდევნო პროექტის დაწყების,სადაც ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა,იცნობდნენ უფრო მეტი თანამედროვე პოეტისა თუ მწერლის შემოქმედებას.ამით კი შევძლებ შევაყვარო პოეზია და ამოვაცნობინო შემოქმედის მთავარი სათქმელი.
http://mazmishviliketevan.blogspot.com/
                                                                     პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან მაზმიშვილი
თბილისის 133-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;