Saturday, October 22, 2016

            ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებებისდაგეგმვის პროცესში.
           პირველ მოდულზე განვსაზღვრეთ,თუ რა არის პროექტებით სწავლება,რა როლს თამაშობს მოსწავლეთა ცხოვრებაში.პროექტის განხორციელების დროს,სწორად უნდა იყოს განსაზღვრული პრობლემა და შედეგი,რა მოლოდინი გვაქვს,პროექტი უნდა იყოს მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული.ვისაუბრეთ და გავეცანით 21-ე საუკუნის გამოწვევებს. გავაანალიზეთ სასწავლო ბლოგის გეგმის შაბლონი.დავიწყეთ მისი შევსება.
      მიუხედავად იმისა,რომ ბლოგზე მუშაობის გამოცდილება მქონდა,დღევანდელმა ტრენინგამა გამახსენა მე-2 დონეზე შესწავლილი მასალები.დამეხმარა ახალი ბლოგის შექმნაში.
     პროექტებით სწავლება ხელს შემიწყობს,მე როგორც პედაგოგს,ჩემი გაკვეთილები დავგეეგმო ისე,რომ მორგებული იყოს ყველა ბავშვის საჭიროებაზე,მათ შორის სსმ მოსწავლეზე.
 

No comments:

Post a Comment