Thursday, June 29, 2017

,,ყველაზე წიგნიერის“ პროგრამა

,,ყველაზე წიგნიერის“ პროგრამა

საქმიანობის ტიპი:

   
     მე-8 კლასის მოსწავლეებში ვაწარმოე გამოკითხვა,სურვილის მიხედვით შევქმენი ერთი         
6 კაციანი ჯგუფი და დავიწყეთ მზადება კონკურსისთვის ,,ყველაზე წიგნიერი“.კონკურსი შედგებოდა რამდენიმე ტურისგან, ამიტომ მოსწავლეებთან შეხვედრა შედგა რამდენჯერმე.

მიზანი:  წიგნიერების დონის ამაღლება;  მოცემული ტექსტების გაგება-გააზრება, ფაქტობრივი ინფორმაციის  დახარისხება და დამახსოვრება;
 
      პირველი ეტაპის წარმატებით გადასალახად მოცემული გვქონდა 10 წიგნი,რომელიც გარკვეულ დროში უნდა წაგვეკითხა.მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საკონკურსო სამზადისში.
     პირველ ეტაპზე მოპოვებული წარმატების შემდეგ,მოსწავლეთა მოტივაცია უფრო მეტად ამაღლდა.ნახევარფინალიდან ფინალში მოსახვედრად კიდევ 10 წიგნი იყო მოცემული.
         ნახევარფინალსაც წარმატებით ავართვით თავი, სამზადისი გაგრძელდა ფინალისვის.
ფინალში კი გაერთიანებული იყო პირველი და მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი საკითხავი ლიტერატურა.გავხდით ფინალისტები.

აქტივობები:


კონკურსის ფარგლებში მუდმივად ვაწარმოებდი მონიტორინგს ჯგუფში.
კონკურსისთვის განკუთვნილი ლიტერატურა გავანაწილე ჯგუფებში,მივეცი გარკვეული დრო მათ წასაკითხად,შეხვედრის დრო დავთქვი მათი ინტერესების გათვალისწინებით.წაკითხული  ლიტერატურის მონიტორინგი ვაწარმოე, როგორც ზეპირი,ასევე ჩემ მიერ შედგენილი საინფორმაციო ტესტების საფუძველზე, რომელთა შედეგების მიხედვით ვადგენდი შემდგომი საქმიანობის გეგმას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შედეგიანი აქტივობა იყო ურთიერთგამოკითხვა.
მოსწავლეები,ნაწარმოებების კითხვის დროს ინიშნავდნენ მნიშვნელოვან და საყურადღებო დეტალებს ნაწარმოებებიდან,შეხვედრის დროს კი ერთმანეთს უსვამდნენ შეკითხვებს.


რესურსები;

წიგნები, საკანცელარიო  ნივთები, ინტერნეტი;


















No comments:

Post a Comment