სოციალური პროექტის გეგმა
გამარჯვებული ესე
იყიდება დედაენა
ალბათ თქვენც,
ისევე როგორც მე, ხშირად გსმენიათ ქუჩასა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბევრი უცნაური
და უინტერესო ფრაზა, რომელიც ყურიდან ყურში
გაგვიტარებია და გონებით თვალით არასოდეს შეგვიხედავს, მაგრამ დღეს ჩემთვის თითქოს
გაცვეთილი და ძალიან ბევრი მთქმელი ფრაზა-იყიდება დედაენა ერთ ლარად, არა თუ ყურიდან
ყურში გავატარე, არამედ ამ ფრაზამ მთლიანად შეძრა ჩემი პიროვნება. დღეს გონების თვალით
შევხედე და რაღაც ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, მართმევდნენ ჩემთვის ყველაზე ტკბილს, ყიდიდნენ
ჩემს ბავშვობას.
მთელი დღე ამეკვიატა და მოსვენება დამიკარგა ამ ერთმა
ფრაზამ. მე ხომ ამ წიგნით ავიდგი ენა, შევიყვარე ქართული ანბანი, ჩემი სამშობლო, ფიქრი
ღამეც გავაგრძელე. იმ ღამეს ცუდად მეძინა, ვერ ვისვენებდი, უცნაური სიზმარი ვნახე.
სიზმარში ყველას ვხედავდი, მაგრამ მე ვერავინ
მამჩნევდა, უკან მოვბრუნდი და ხანში შესული მამაკაცი დავინახე, ქუდი ეხურა, მის სახეს
ვერ ვხედავდი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ გარშემო მყოფი ადამიანებიდან მხოლოდ იგი
მხედავდა, ნელ-ნელა მომიახლოვდა და მითხრა: წამოდი, რაღაც უნდა განახო! არ ვიცი რატომ
ვენდე უცნობ ადამიანს, მაგრამ ხმის ამოუღებლად წავყევი. არც კი მიკითხავს, სად მივყავდი.
ირგვლივ ვიყურებოდი გაოცებული. უცე, ერთი უბრალო
წიგნების გამყიდველის მაგიდასთან აღმოვჩნდით. სულ რაღაც რვა-ცხრა წიგნი ელაგა. თავიდან ვერც მივხვდი იქ რა გვინდოდა. გამყიდველმა წიგნი
ხელში აიღო და ხმამაღლა დაიძახა: იყიდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა, იყიდება დედაენა
ერთ ლარად! არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს სიტყვები ძალიან მკაფიოდ და მტკივნეულად ჩამესმა,
უცნობი მომიბრუნდა და მითხრა :
- ხედავ გოგონა, როგორ ადვილად და ღიმილიანად ყიდის,
ეს კაცი იაკობ გოგებაშვილის დედაენას? ეჰ, როგორ მეცოდება!
-რატომ ? -
შევეკითხე.
-რატომ და ვერც კი ხვდება, რომ რამდენიმე წუთში უდიდეს
საგანძური დაკარგავს. ძალიან მწყდება გული.
ეს ხომ სწორედ ის წიგნია,რომელიც ცოდნის სამყაროში შეუძღვა ჯერ მას, შემდეგ მის შვილებს,
ახლა კი ასეთ საგანძურს თავიდან იშორებს და თან რა იოლად?!
დრო ძალიან სწრაფად გარბის. ადამიანებს ავიწყდებათ
წიგნის ფურცლებიდან მიღებული სიამოვნება, სანუკვარი
განცდები, რწმენა მომავლისა, უკეთესობისა. მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ ის, თუ როგორ ჩამოუვარდა ცრემლი, მაინც დავინახე,
მაგრამ არ შევიმჩნიე. დავბრუნდით უკან, ისევ იმ ადგილას და წასვლის წინ მითხრა: იმედია
შენ მაინც დაგაფიქრებს ჩემი სიტყვები. შებრუნდა, გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, ბოლოს წამოვიყვირე:
ბატონო, შეიძლება თქვენი სახელი გავიგო, მეგონა
ვერც გავიგებდი ჩემს ნათქვამს, მაგრამ მისმა
ხმამ ჩემს ყურამდე მოაღწია, ქუდი მოიხადა და დაიძახა: მე ? მე იაკობი მქვია, იაკობ
გოგებაშვილი!!! ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ
გაუჩინარდა.
გამეღვიძა. ეს სიზმარი არასოდეს დამავიწყდება. ამ
დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მივხვდი, რომ ბევრი მაქვს გასაკეთებელი,
წინ კი დიდი და რთული გზა მაქვს გასავლელი. არა,არ მეშინია ამ გზის გავლის, ვიცი მიზანსაც
მივაღწევ . . .
მე-8 კლასის
მოსწავლე
ნანა
გაგნიძე
მოწვეული სტუმარი გია არგანაშვილი |
მოწვეული სტუმარი, მხატვარი გოჩა ძაგანაშვილი |
რეფლექსია
რეფლექსია
2017
სასწავლო წელს გადავწყვიტე მეზობელ სკოლასთან ერთად,კერძოდ 143-ე სკოლა, ჩამეტარებინა პროექტი აპრილის თვეში, თემა : ,, ქართული ენა ღმერთის ენაა!“ პროექტის
ჩატარების მიზანი იყო სხვადასხვა თემის დაახლოვება,
ლიტერატურის პოპულარიზაცია და მოტივაციის ამაღლება სამომავლოდ პროექტებში მონაწილეობის
მისაღებად. ასევე უცხო გარემოში საკუთარი თავის პოვნა და პატარ-პატარა წინააღმდეგობების
გადალახვა.
პროექტის დაწყებამდე ვესაუბრე 143-ე სკოლის პედაგოგს ამ საკითხთან დაკავშირებით,რადგან მისგან მივიღე თანხმობა,სამზადისს შევუდექი ჩემს სკოლაში.შევკრიბე მოსწავლეები,გავაცანი პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი,ჩავუტარე მინი-ლექცია სამუშაო თემასთან დაკავშირებით.სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან დაინტერესდა 14 მოსწავლე.შევქმენი ჯგუფი და მათთან ერთად დავიწყე მუშაობა.
პირველ შეხვედრაზე მოსწავლეებს მივეცი სამუშაო,მოეძიებინათ ქართულ ენასთან დაკავშირებით მასალები,დაემუშავებინათ და გაეკეთებინათ პრეზენტაცია.საკითხზე მუშაობის დროს უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვები ჩაენიშნათ, მათზე პასუხს მიიღებდნენ,კომპეტენტური ადამიანისგან პროექტის ბოლოს,რომელიც ჩაუტარებდა ლექციას.
გამოვაცხადეთ ესეების კონკურსი სათაურით _ ,,იყიდება დედაენა“
პარალელურად, მუსიკის მასწავლებელთან ერთად, დავიწყეთ სამზადისი შემოქმედებითი ღონისძიებისთვის,რომელიც 143-ე საჯარო სკოლაში ამავე სკოლის მოსწავლეებთან ერთად უნდა ჩაგვეტარებინა.
ანალოგიური ღონისძიებები ტარდებოდა მეზობელ სკოლაში.
გამარჯვებულის გამოსავლენად ესეების წაკითხვისშემდეგ გამარჯვებული გახდა პროექტში მონაწილე ბავშვების მიერ არჩეული ესე, რაშიც დახმარება გაგვიწია 133-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა,ქალბატ. ნათია ქარდავამ.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა 143-ე სკოლაში.ღონისძიება გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით მონაწილე სკოლების ფეისბუკგვერდზე,მას ესწრებოდნენ,როგორც 133-ე, ასევე 143-ე სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.ღონისძიების დაწყებამდე 40 – წუთიანი ლექცია ჩაატარა მოწვეულმა სტუმარმა ,მწერალმა და კრიტიკოსმა გია არგანაშვილმა.ისაუბრა ქართული ენის როლზე,მის სიძველეზე,წარმოშობაზე,ბავშვებმა დაუსვეს შეკითხვები მოწვეულ სტუმარს.ლექცია მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ბოლოს კი გაიმართა ერთობლივი ღონისძიება,გამარჯვებული ესეს ავტორებმა საკუთარი ნამუშევრები წაუკითხეს დამსწრე საზოგადოებას.ღონისძიება იყო შინაარსობრივად დატვირთული,საინტერესო და ბევრის მთქმელი.
პროექტში მონაწილე ყველა ბავშვს გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი 143-ე საჯარო სკოლის მხრიდან პროექტში მონაწილეობისათვის.
პროექტში მონაწილეობის ამსახველი სურათების და ვიდეო მასალის გამოქვეყნების შემდეგ,(სკოლის ვებ-გვერდზე) მოსწავლეთა დაინტერესება გაიზარდა.წინასწარ იყო მოთხოვნა,რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ჩაერთვებოდა ბევრი მოსწავლე სიამოვნებით. პროექტის განხორციელების დროს იყო პატარა ხარვეზებიც,კერძოდ,ხელი შეგვიშალა უამინდობამ, სამომავლოდ ამ ხარვეზებს გავითვალისწინებ და სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ თხოვნით,რომ მსგავსი პროექტის განხორციელების დროს უზრუნველყოს მოსწავლეთა ტრანსპორტირება.

http://mazmishviliketevan.blogspot.com
თბილისის 133-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;
No comments:
Post a Comment