სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის აქტუალურობა
:
|
ახალგაზდა თაობა ნაკლებად
იცნობს თანამედროვე ქართველი პოეტთა შემოქმედებას.საგაკვეთილო პროცესის დროს გამოიკვეთა ეს პრობლემა,გამიჩნდა იდეა,ჩამეტარებინა სასწავლო
პროექტი თანამედროვე ქართველ პოეტთა შემოქმედებაზე. მიწოდებულმა იდეამ დიდი დაინტერესება
გამოიწვია მოსწავლეებშიც.მუშაობის პროცესში შევჯერდით,რომ ამ ეტაპზე ერთი პოეტის,კერძოდ,
ნიკოლოზ ფუტკარაძის პოეზიით შემოვიფარგლებოდით,რადგან 15 წლის პოეტის შემოქმედება
ძალიან ბევრის მთქმელი აღმოჩნდა.
|
მიზანი :
|
·
თანამედროვე
ქართველი პოეტების შემოქმედების პოპულარიზაცია;
·
ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად
გამოყენება.( აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალური ხერხები (მხედველობითი კონტაქტი,
ხმის
აწევ-დაწევა,
საუბრის
ტემპის
შეცვლა,
ჟესტიკულაცია)
ზეპირი
გამოსვლების
დროს
მსმენელთა
ინტერესის
გასაღვივებლად;)
|
მოსალოდნელი
შედეგი :
|
პროექტის ფარგლებში ბავშვები
გაიცნობენ პოეტის შემოქმედებას,ამოიცნობენ პოეტის მთავარ სათქმელს ,ისაუბრებენ მისი
შემოქმედების ირგვლივ,გაიხსენებენ საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს,იმსჯელებენ შიდა
მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე.გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან თითქმის მათ თანატოლ
ქართველ პოეტს.
|
აქტივობა :
|
I სამუშაო შეხვედრა: გამოკითხვა.
·
გამოკითხვა წარმოებდა ბავშვების მხრიდან,სკოლის ფარგლებში,მიზანი
იყო,გაერკვიათ,რამდენად იცნობდნენ თანამედროვე ქართველ შემოქმედთა ნამუშევრებს.
II სამუშაო შეხვედრა: თავისუფალი
გაკვეთილი
·
გაცნობა რამდენიმე ქართველი პოეტის შემოქმედების და
მოსწავლეების მხრიდან არჩევანის გაკეთება; ( მათ ინტერესი გამოიჩინეს თითქმის თანატოლ ქართველ პოეტზე ნიკოლოზ ფუტკარაძე;)
III სამუშაო შეხვედრა:
·
პოეტის და მისი შემოქმედების გაცნობა, ბავშვების თვალით
დანახული ახალგაზრდა პოეტის პოეზია.
IV სამუშაო შეხვედრა:
·
შემოქმედებითი საღამოსთვის მზადება,მუსიკის პედაგოგთან
ერთად;
V
სამუშაო შეხვედრა:
·
პოეტის
კრებულებზე შექმნილი ნახატები და კედლის გაზეთები.
V
I სამუშაო შეხვედრა:
·
დასკვნითი ღონისძიება. ემოციებით დატვირთული მაყურებელი და პოეზიის სიყვარულით
სავსე მოსწავლეები;
|
რეფლექსია
საგაკვეთილო
პროცეცის დროს გამოიკვეთა პრობლემა, რომ მოსწავლეები ნაკლებად იცნობდნენ თანამედროვე ქართველ
პოეტეთა შემოქმედებას.გამიჩნდა იდეა ჩამეტარებინა გამოკითხვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,გამოკითხვა
ვაწარმოე თავად ბავშვების მხრიდან,შევადგინეთ კითხვარი.გამიკითხვის შედეგების საფუძველზე
გადავწყვიტე,ჩამეტარებინა რამდენიმე თავისუფალი გაკვეთილი მსურველთათვის. თავისუფალ გაკვეთილებზე გავეცანით თანამედროვე ქართველი პოეტების შემოქმედებას.ამ
შეხვედრების შემდეგ კი, ბავშვების ინტერესის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ შემოქმედებითი
საღამოს ჩატარება ნიკოლოზ ფუტკარაძის პოეზიაზე
- ,,წვეთავს ნატვრებიდან პოეზია”.ინტერესი
ამ პოეტის მიმართ კიდევ უფრო მეტად გაზარდა იმან,რომ ის თითქმის მათი თანატოლია.უამრავი
შეკითხვა ებადებოდათ მისი შემოქმედების გაცნობისას.
სკოლის
ადმინიასტრაციამ ხელი შეგვიწყო, მოგვეძიებინა ყველა მისი კრებული,რომელიც პოეტს ჰქონდა
გამოცემული.გავეცანით სტატიებს,ინტერვიუს პოეტის შემოქმედების შესახებ.ინტერესი მუშაობისას
კიდევ უფრო გაიზარდა.
შეხვედრებზე
ვკითხულობდით მის ლექსებს.მინდა აღვნიშნო, რომ დაინტერესება ბავშვების მხრიდან იყო
ძალიან მაღალი.მიუხედავად იმის,რომ ყველა მოსწავლემ ვერ მიიღო მონაწილეობა ამ საღამოზე,გვეხმარებოდა
თითოეული მათგან სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებში,ეს იყო დარბაზის გაფორმება, სხვადასხვა
რესურსი,რომელიც ღონისძიების წარმართვაში დაგვეხმარებოდა. რამდენიმე მოსწავლემ მისი
კრებულების გაცნობის შემდეგ გააკეთა კედლის გაზეთი.
მუსიკის
მასწავლებელთან ერთად,პროექტის ბოლოს ჩავატარეთ ღონისძიება,სადაც მოწვეული გვყავდა
თავად პოეტიც.მასთან შეხვედრის უდიდესი სურვილი ჰქონდა,როგორც პროექტში ჩართულ მოსწავლეებს,ასევე
თავად პოეტსაც.გარკვეული მიზეზების გამო,(მიწვეული იყო გერმანიაში) ვერ მოახერხა ჩვენს
ღონისძიებაზე დასწრება,მაგრამ თვალს ადევნებდა
სკაიპის საშუალებით.
პროექტში
მონაწილე ბავშვებმა,გარდა იმისა რომ გაიცნეს ახალგაზრდა პოეტის შემოქმედება,რაც მთავარი მიზანი იყო ჩემი მხრიდან,სხვა თვალით შეხედეს შიდა
მიგრაციის პრობლემას, გაიხსენეს საქართველოს დაკარგული ტერიტორიები,გაითავისეს ის ტკივილი,რაც
თითოეული ქართველის სატკივარია. ეს ყველაფერი თანმდევია ნიკოლოზ ფუკარაძის შემოქმედებისთვის.საღამო
იყო ძალიან შთამბეჭდავი,,ემოციით დატვირთული,თითოეული ბავშვი გრძნობდა და ითავისებდა
პოეტის სათქმელს.ვფიქრობ,მიზანი მიღწეულია,მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია,იცნობდნენ
თანამედროვე პოეტებს.
პროექტი
მნიშვნელობანი იყო იმ კუთხითაც,რომ მასში ჩართულნი იყვნენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეები.ამ პროექტმა გააერთიანა
თითოეული მათგანი პოეტის მთავარი სათქმელის ქვეშ.
იყო
პატარ---პატარა ხარვეზებიც პროექტის განხორციელების დროს,კერძოდ, ვერ შევძელით შეხვედრა
პოეტთან,სამომავლო წინსწარ გავუკეთებთ მობილიზაციას ამ საკითხს.
პროექტი
დასრულდა,მაგრამ დარჩა ინტერესი მომდევნო პროექტის დაწყების,სადაც ბავშვებს მიეცემათ
შესაძლებლობა,იცნობდნენ უფრო მეტი თანამედროვე პოეტისა თუ მწერლის შემოქმედებას.ამით
კი შევძლებ შევაყვარო პოეზია და ამოვაცნობინო შემოქმედის მთავარი სათქმელი.
პროექტის
ხელმძღვანელი: ქეთევან მაზმიშვილი
თბილისის 133-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
პედაგოგი;
No comments:
Post a Comment