თემა : საზოგადოება და ბრბო
1-ლი აქტივობა: მოსწავლეთა ვარაუდი,მოსაზრება და მსჯელობა; ( როგორ ესმით სიტყვა ,,ბრბო“,რა განსხვავებაა საზოგადოებასა და ბრბოს შორის;)
მე-2 აქტივობა : მასწავლებელი ესაუბრება ,,ბრბოს ფსიქოლოგიაზე“,კერძოდ,გუსტავ ლე ბონი,მოსწავლეთა მსჯელობას სრულყოფილ სახეს აძლევს,კვლავ მათი დახმარებით.
მე-3 აქტივობა : იმიტირებული სასამართლო.მე-8 კლასის მაოსწავლეებს ნასწავლი აქვთ გიორგი ლეონიძის ,,მარიტა“.
მე-4 აქტივობა : დამატებით , მასწავლებელი აძლევს საკითხავ მასალას ამ თემაზე.( გურამ პეტრიაშვილის ,,პატარა დინოზავრი“, ილია ჭავჭავაძის ,,სარჩობელაზედ“, მიხეილ ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა“;)
...................................................................................................................................................................
რეფლექსია
გაკვეთილის თემა
: საზოგადოება და ბრბო ;
დღეს ,
21-ე საუკუნეშიც კი ხშირად კარგავენ ადამიანები ინდივიდუალიზმს და ხდებიან ბრბოს ნაწილნი.როგორ
შევინარჩუნოთ ,,პიროვნული მე“ და არ ავყვეთ ინსტიქტებსა და იმპულსებს,სწორედ ეს არის
გაკვეთილის თემა.
გაკვეთილის
მიზანი იყო,მოსწავლეებს ამოეცნოთ, რითი განსხვავდება საზოგადოება ბრბოსგან,არის თუ
არა ბრბო მტკიცე და ხანგრძლივი ერთობა,თუ დროებითია და იშლება მაშინ, როდესაც ის მიზანს,საწადელს
მიაღწევს.შეიძლება თუ არა,რომ ნებისმიერი ადამიანი იქცეს, ერთის მხრივ, ბრბოს ნაწილად,ხოლო ,მეორეს მხრივ,
ბრბოს მსხვერპლად;როდის შეიძლება იქცეს საზოგადოება ბრბოდ,რა ზიანს აყენებს ბრბოდ ქცეული
ერთობა საზოგადოებას,კონკრეტულ პიროვნებებს.
ამ კითხვებზე
ამომწურავი პასუხის მისაღებად მოსწავლეებს გავაცანი გუსტავ ლე ბონის ნაშრომიდან ,,ბრბოს
ფსიქოლოგია“ ამონარიდები.წაკითხული მასალა, ანუ ლებონისეული მოსაზრებები,ძალიან საინტერესო
აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
მოსწავლეებს
გავახსენე ის ლიტერატურული ნაწარმოებები,სადაც ავტორი ყურადღებას ამახვილებს სწორედ
ამ საკითხზე. კერძოდ,გურამ პეტრიაშვილის ,,პატარა დინოზავრი“, მიხეილ ჯავახიშვილის
,,ეშმაკის ქვა“, გიორგი ლეონიძის ,,მარიტა“. ვიმსჯელეთ,თითოეულ ნაწარმოებში წამოჭრილ
პრობლემაზე.ნაწარმოების მთავარი პერსონაჟების თვალით შევხედეთ აღწერილ სიტუაციას.ვისაუბრეთ რა ზიანს აყენებს ნაწარმოებებში
ბრბოდ ქცეული ერთობა ადამიანებს.
მოსწავლეთა
სურვილის მოხედვით ჩავატარეთ იმიტირებული სასამართლო გიორგი ლეონიძის მოთხრობის მიხედვით.მოსამართლეთ
შევარჩიეთ მეშვიდე კლასის მოსწავლე, რომლისთვისაც უცხო იყო ნაწარმოებში აღწერილი მოქმედება,ერთ-ერთმა
მოსწავლემ გამოთქვა სურვილი ყოფილიყო ბრალდებული,მარიტა, ბრალდებულს ჰყავდა ადვოკატი,ხოლო
მოსწავლეთა დანარჩენი ნაწილი დამნაშავედ მიიჩნევდა მარიტას.მაინტერესებდა ასეთ სიტუაციაში
რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე.იმოქმედებდა თუ არა მის გადაწყვეტილებაზე ბრბოდ
ქცეული ადამიანთა ერთობის მოსაზრება და შეხედულება.სასამართლო გავმართეთ შესაბამისი
წესების დაცვით.
სახალისო
და სასინტერესო აღმოჩნდა ეს გაკვეთილი მოსწავლეებისთვის, გადავაჭარბეთ თავისუფალი გაკვეთილისთვის
განკუთვნილ დროს.
გაკვეთილის
ბოლოს კიდევ ერთხელ მოვუბრუნდით იმ კითხვებს, რომლებიც დასაწყისისთვის დავუსვი მოსწავლეებს
და შევეცადეთ ახლა უკვე არგუმენტირებულად გაგვეცა პასუხი მათთვის.ვთხოვე კიდევ ერთხელ
წაკითხვა ამ ნაწარმოებების, ახლა უკვე სხვა თვალით შეძლებდნენ ნაწარმოებში წამოჭრილი
პრობლემის დანახვას.
...................................................................................................................................................................
ბრბოს ფსიქოლოგია
გუსტავ ლე ბონი „ბრბოს ფსიქოლოგია“
ბრბო ყოველთვის დიდ როლს ასრულებს ხალხების ცხოვრებაში, სიტყვაში „ბრბო“ იგულისხმება ინდივიდების შეკრება, განურჩევლად მათი ეროვნების, პროფესიის ან სქესისა. ბრბოში ცნობიერი პიროვნება ქრება და ბრბოდ წოდებული მთლიანობის შემდგენელი ყველა ერთეულის გრძნობები და იდეები იძენს ერთსა და იმავე მიმართულებას, წარმოიქმნება კოლექტიური სურვილი, რომელსაც აქვს დროებითი ხასიათი და ძალიან განსაზღვრული თვისებები. შეკრება გადაიქცევა ორგანიზებულ ან ზეშთაგონებულ ბრბოდ, რომელიც წარმოადგენს ერთიან არსებას და ექვემდებარება ბრბოს სულიერი ერთიანობის კანონს. ბევრი ინდივიდის ერთად შემთხვევით ყოფნის ერთი ფაქტი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მიიღონ ორგანიზებული ბრბოს ხასიათი, ამისათვის საჭიროა რაიმე გამომწვევი მოვლენა. ბრბოს დანაშაულს შეადგენს მხოლოდ მისი ფლიქოლოგიის კერძო შემთხვევები . ბრბოს არასოდეს შეუძლია შეასრულოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ამაღლებულ გონებას მოითხოვს. ბრბოში შეიძლება ხდებოდეს არა ჭკუის, არამედ სისულელის დაგროვება და მას შეუძლია დამანგრეველი როლის თამაში. ბრბოში ინდივიდი იძენს დაუმარცხებელი ძალის შეგრძნებას, მისთვის ცნება „შეუძლებელია“ არ არსებობს და იძენს ისეთ ინსტინქტს, რომელიც მარტო მყოფს არასოდეს ექნება. მას უქრება პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ცალკეს აუცილებლად აქვს . ბრბოს მახასიათებელია გადამდებობა, იგი ჰიპნოზური მოვლენაა. ამ დროს ინდივიდს თავისი პირადი ინტერესები ადვილად მიაქვს კოლექტიური ინტერესების მსხვერპლად, ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს , როცა ბრბოს ნაწილია. ზეშთაგონებული ბრბოს შემადგენელი ინდივიდი ვერ აცნობიერებს თავის საქციელს, ცნობიერი პიროვნება ქრება, ჭარბობს არაცნობიერი პიროვნება , რომელიც მიისწრაფის სასწრაფოდ მოიყვანოს მოქმედებაში შთაგონებული იდეები, რადგან აღარ ეკუთვნის თავის თავს, იზოლირებულ მდგმარეობაში შეიძლება იყოს კულტურული ადამიანი, ბრბოში ის ბარბაროსად გადაიქცევა. ბრბოს მახასიათებელი თვისებებია: იმპულსურობა, გაღიზიანებლობა, გააზრების უუნარობა, მსჯელობისა და კრიტიკის უნარის არარსებობა, გადამეტებული მგრძნობელობა და მრისახება. ბრბოს ყოვეთვის ჰყავს წინანძღოლი, რომელსაც ბრბოს ყველა ინდივიდი ემორჩილება. ბრბოში ბელადი მხოლოდ წინამძღოლია, მისი როლი მნიშვნელოვანია, მისი ნება არის ბირთვი , რომლის გარშემო ერთიანდება აზრები, თუმცა წინამძღოლი ხშირ სმთხვევაში არ მიეკუთვნება მოაზროვნეთა რიცხვს, ისინი მოქმედების ადამიანები არიან. წინამძღოლები ძირითადად ფსიქიკურად გაუწონასწორებელი სიგჟის ზღვარზე მყოფი ნახევრად შეშლილი ადამიანები არიან, ხელმძღვანელის ძალაუფლება მეტად დესპოტურია, მაგრამ სწორედ ეს დესპოტიზმი აიძულებს მათადმი მორჩილებას. ბრბოს ორი სახეობა არსებობს: ა) არაერთგვარი ბრბო (პროფესიული და გონებრივი განვითარებით აბსოლუტურად განსხვავებული ინდივიდები). ბ) ერთგვაროვანი ბრბო (გარკვეული სექტები კლასები და კასტები ). ბრბო შეიძლება იყოს დანაშაულებრივი კანონის თვალსაზრისით, მაგრამ არა თვალსაზრისით ანუ შეხედულებებით.
Lucky Club Online Casino site - Live Dealer
ReplyDeleteWith a large selection of 카지노사이트luckclub games and the best welcome bonuses, Lucky Club online casino gives you the chance to play real money games for free. The site