Tuesday, November 22, 2016
დღევანდელი დღე ყველეზე სასიამოვნო და საინტერესო იყო. თითოეულმა პედეგოგმა წარმოადგინა პრეზენტაციები არჩეულ თემებთან დაკავშირებულით.ყველა პრეზენტატორიის მიერ კიდევ ერთხელ გავიარეთ ეფექტური პრეზენტაციის მომზადების სტრუქტურა.გავიაზრეთ და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
პროექტებით სწავლება ძალიან ბევრის მომცემია ჩემთვის, ბევრი ნიუანსი ვისწავლე სწორად როგორ დავგეგმო და განვახორციელო ეფექტური პრეზენტაცია.
Tuesday, November 15, 2016
მე-7 დღის რეფლექსია
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, მოვახდინე ადაპტირება მოსწავლის სავარაუდო შეფასების სავარაუდო რუბრიკებზე, გავეცანით უკუკავშირის ეფექტურ ფორმებს. განვიხილეთ ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს, კერძოდ, აღქმის სტილი, ტვინის ჰემისფეროების დომინირება, მრავალმხრივი ინტელექტი. შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონში დიფერენცირებული სწავლების გრაფები.
გავეცანი მონაცემთა წარმოდგენის გრაფიკულ ფორმებს და ავაგეთ სვეტოვანი დიაგრამები, რომლებიც სამომავლოდ დამეხმარება პროექტის განხორციელებაში.
მე-6 დღის რეფლექსია.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, გავეცანით შეფასების ხუთ ძირითად მიზანს-განმავითარებელსა და განმსაზღვრელს. პროექტის მიზნიდან გამომდინარე, შევადგინეთ დროში გაწერილი პროექტის შეფასების გეგმა. შევავსეთ პროექტის პროცედურები, შეფასების ინსტრუმენტები. განვსაზღვრეთ პროექტის წინარე ცოდნა. დავგეგმეთ პროექტის მსვლელობა .გავეცანით საავტორო უფლებებს.
Subscribe to:
Posts (Atom)